შემადგენლობა:
მომზადება:
ნუში დავნაყოთ, ჩავყაროთ ქვაბში, 200 გრამ შაქართან ერთად, შევდგათ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ არ შეწითლდება. შემდეგ ეს მოხალული ნუში გავაციოთ და შევურიოთ 5 კვერცხის გულისა და 200 გრამი შაქარისგან გაკეთებულ გოგლიმოგლს. დავუმატოთ თეთრი პურის ფქვილი. ყველაფერი ეს მოვათავსოთ ზეთწასმულ ტორტის ფორმაში და შევდგათ ღუმელში. ხუთი წუთის შემდეგ გამოვიღოთ და ზედ დავდოთ თეთრად ათქვეფილი ცილა. ცილას აქა იქ მოვაყაროთ დანაყილი ნუში და ისევ შევდგათ ღუმელში. როდესაც კარგად გამოცხვება, ჯერ კიდევ ცხელ ტორტის ფორმას შემოვახვიოთ ცივ წყალში ამოვლებული ჩვარი, რათა ტორტი უვნებლად ამოვიღოთ ფორმიდან.
ტაფაზე გამომცხვარი ბრაუნი ( ვიდეო) |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი