მაკარონის მომზადების უგემრიელესი რეცეპტი ჩვენგან!
ინგრედიენტები:
ნიჟარის ფორმის მაკარონი – 200 გ.
კარაქი – 30 გ.
ტომატ-პასტა – 4 ს.კ.
ხახვი – 1 თავი
ზეთი 2 ს.კ.
ისპანახი – 150 გ.
ხორცის ბულიონი – 1/2 ჩ.ჭ.
გახეხილი ყველი – 3 ს.კ.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
მაკარონი მოხარშეთ საჭირო რაოდენობის მარილწყალში, გადაუწურეთ წყალი და შეურიეთ კარაქი. ზეთში ცალ-ცალკე მოშუშეთ ტომატ-პასტა და წვრილად დაჭრილი ხახვი. “ნიჟარებს” შეურიეთ გრძლად დაჭრილი ისპანახი, ტომატ-პასტა, მოშუშული ხახვი, ბულიონი, პილპილი და მოშუშეთ 15 წუთი. გადმოიღეთ თეფშებზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
კვერცხის და კარტოფილის სალათი წიწაკით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი