კარაქი და 150 გ შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა შეინახეთ, გული კი თანდათან შეურიეთ შაქრიანი მასას .
მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. ცომს კარგად მოურიეთ. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და გაანაწილეთ ცომი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.
კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე, თანდათან დაუმატეთ დარჩენილი შაქარი. შოკოლადის ნახევარი წვრილად დაჭერით და ნიგოზთან ერთად შეურიეთ ცილას. მიღებული მასა წაუსვით ცომს.
აცხვეთ 30 წთ. და გააგრილეთ.
დარჩენილი შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და მოაწუწეთ ნამცხვარს.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი