ნამცხვარი სნიკერსი ძალიან პოპულარულია, გთავაზობთ მისი მომზადების რეცეპტს..! უგემრიელესია!
შემადგენლობა:
ცომისთვის :
მომზადება:
ცომის:
6კვერცხის გული ავთქვიფოთ 1,5ჭ შაქართან ერთად. დავამატოთ 250გრ დარბილებული მარგარინი, 1ს/კ მაიონეზი, 1ჩ/კ სოდა+ლიმნის წვენი, ვანილი, 3ჭიქა ფქვილი, მოვზილოთ ფუმფულა ცომი, გავყოთ სამ დაწილად და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათით. ამ დროს მოვამზადოთ ცილოვანი მასა: 6კვერცხის ცილა, შაქარი 1ჭ , 6კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მაგარ ღრუბლის კონსისტენციამდე, თან სულ ვამატოთ 2ს/კ შაქარი . ავიღოთ ცომის 1ნაწილი, ხელებით გავაბრტყელოთ ჟარონაზე წავუსვათ ცილის 1/3, ამოვუსვათ კოვზი ისე რომ მივიღოთ ტალღოვანი ზედაპირი.გამოვაცხოთ 160გრადუსზე. ასევე მოვიქცეთ დანარჩენ ცომთან. უნდა გამოვიდეს სამი ბისკვიტი. ეს უკვე გამომცხვარი ბისკვიტი.
კრემი:
200გრ კარაქი ავთქვიფოთ ერთ ქილა მოხარშულ ზგუშონთან ერთად. კრემის ერთი ნაწილი წავუსვათ პირველ ბისკვიტს, მოვაყაროთ 1ს/კ მოხალული და დაჭრილი ნიგოზი ან მიწის თხილი. ასევე მოვიქცეთ მეორე ბისკვიტის შემთხვევაში. მესამე ბისკვიტს მოვასხათ გლაზური ქაოტურად და მოვაყაროთ თხილი ან ნიგოზი. სასურველია ტორტი ერთი ღამით გააჩეროთ მაცივარში.
თხილის ნამცხვარი |
glazuri ra aris ver gavige
თავზე მოსასხმელი მინანქარი