ნამცხვარი ”სიგარეტი”

შემადგენლობა:

მომზადება:

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ მარგარინს მცირე ულუფებით დაამატეთ იმავე ტემპერატურის მაწონი და ხელით შეაზილეთ, მოაყარეთ სოდა, ვანილი, ფქვილი მცირე ულუფებით და მოზილეთ რბილი ცომი. შეფუთეთ ნაჭერში და ნახევარი საათი გააჩერეთ მაცივარში.

ცომი გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ცომის გუნდა გააბრტყელეთ თაბახის ფურცლის ფორმაზე, 1სმ. სისქის ფენად, ცომის ვიწრო გვერდზე, მთელ სიგრძეზე მოათავსეთ გულსართი და ერთ ფენად გადაახვიეთ ცომი, მიიღებთ სიგარეტის ფორმის რულეტს, ჩამოაჭერით ცომის ფირფიტას გადახვეული ნაწილი დანით და დაჭერით სიგარეტის ზომაზე. ასევე დაჭერით დარჩენილი ცომი.

სიგარეტები მოათავსეთ თუნუქის ცივ ფირფიტაზე და შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად. გაციებულ ნამცხვარს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.

გულსართი:

გაადნეთ 50 გრ მარგარინი, დაამატეთ 1 ჭიქა შაქარი, დარიჩინი, მიხაკი, ვანილი, 1 კვერცხის ცილა და კარგად შეურიეთ.

ნამცხვარი ”სიგარეტი”

4.8 (95%) 8 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ტარტალეტკები





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი