ნამცხვარი ჟოლოთი
შემადგენლობა:
- 1 ღია ფერის მზა ბისკვიტი
- 400 გ ნაღები
- 2 მწიკვი ლიმონმჟავა
- 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
- 2 ჭიქა დაჭყლეტილი ჟოლო
- 500 გ ჟოლო
- 1 პაკეტი ტორტის წითელი მინანქარი
- 100 გ თხლად დაჭრილი ნუში
მომზადება:
- ბისკვიტი დადეთ ლანგარზე.
- ნაღები ლიმონჟავასთან და შაქრიან ვანილთან ერტად ათქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ დაჭყლეტილი ჟოლო. მიღებული კრემი თანაბრად წაუსვით ნამცხვარს.
- ზემოდან მოაწყვეთ ჟოლო. ტორტის მინანქარი მოამზადეთ პაკეტზე მითითებული რეცეპტის მიხედვით და მოასხით კენკრას. ნამცხვრის კიდეები მორთეთ თხლად დაჭრილი ნუშით.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი