შემადგენლობა:
მომზადება:
5 მთლიანი კვერცხი ერთ ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად გავთქვიფოთ. დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩ.ჭ ნიგოზი, 100 გრ თაფლი. ყველაფერი კარგად ავურიოთ, დავამატოთ ძმარში გახსნილი სოდა, დავაყაროთ დაახლოებით 2,5 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად ( მეოთხე პატარა, ზემოდან მოსაყრელად). თითოეული დავაწყოთ ცალ-ცალკე მრგვალ ფორმაზე, რომელსაც დაფენილი ექნება ცხიმწასმული პერგმანეტის ქაღალდი, სევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ორი კვერცხი გავთქვიფოთ 1.5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ 2ს.კ ფქვილი, დავასხათ ორი ჩ.ჭ მდუღარე რძე,დავდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადურებამდე, თან სულ ვურიოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.
300 გრ კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან დავამატოთ მოხარშული კრემი, ვანილი და მიქსერით კარგად გავთქვიფოთ.
თითოეულ ფირფიტას წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ერთმანეთზე, ზემოდანაც და გვერდებზეც წავუსვათ კრემი, დავფხვნათ პატარა ფირფიტა და მოვაყაროთ.
მოხარშული კრემი |
ჩემი აზრით ეს საიტი არაჩვეულებრივია აქ ძალიან ბევრი სახეობის კერძებია ამით ეს საიტი ნამდვილად კარგ შედეგს მიიღებს მადლობთ გემრიელობებისათვის(:(:
პირიქით, მადლობა თქვენ <3