შემადგენლობა:
მომზადება:
მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამტვრიოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ იმდენივე წყალი,რომ მთლიანად ფარავდეს ლობიოს. დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა კარგად მოიხარშება,გადავიტანოთ საწურზე, რომ წყალი მოცილდეს და გაცივდეს. ლობიო ხელით კარგად დავჭყლიტოთ შევურიოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ხელით კარგად ავურიოთ. დავდოთ დაჭრილი კამა. შეგვიძლია ნიგოზს წინასწარ გამოვხადოთ ზეთი და სუფრაზე მიტანის წინ ლობიოს მოვასხათ ზევიდან.
სამარხვო სალათი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი