მარწყვის ტორტი

სუპერ  რეცეპტი ! მოამზადეთ მარწყვის ტორტი ჩვენი რეცეპტით.! 

შემადგენლობა:

მომზადება:

6 ცალი კვერცხის ცილა გავთქვფიოთ. თანდათან შევურიოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, კვერცხის გულები და კარგად ვთქვფიოთ. მოვაყაროთ 1 ჩაის ჭიქა ფქვილი, ფრთხილად ავურიოთ, გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტორტის ყალიბში და გამოვაცხოთ ბისკვიტი.

კრემის მოსამზადებლად კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, თანდათან შევათქვიფოთ 1 კოლოფი შედედებული რძე და დავამატოთ ვანილი.

მარწყვი გავრეცხოთ, გავარჩიოთ, ქვაბში ფენებად ჩავაყროთ, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი და დავდგათ რამდენიმე საათი. როცა წვენს გამოუშვებს, გადავწუროთ წვენი ცალკე ჭურჭელში.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, მოვასხუროთ მარწყვიდან გამოწურული წვენი, წავუსვათ კრემი, დავალაგოთ გაწურული მარწყვები, წავუსვათ ისევ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, მოვასხუროთ მარწყვის წვენი, წავუსვათ კრემი. დავალაგოთ გაწურული მარწყვები და ისევ წავუსვათ კრემი. ზემოდან მოვრთოთ კრემის სპეციალური ფორმებით და დავალაგოთ მთელი, ცოცხალი მარწყვები მწვანე ყუნწებით.

 

 

მარწყვის ტორტი

5 (100%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბანანის მაფინები თხილით