ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დიეტაა და თანაც, ეფეტური.
მენიუ
1-ლი დღის მენიუ
საუზმე : ერთი ჭიქა მარწყვი, მწვანე ვაშლი, ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი-
ყველაფერი ერთმანეთში აურიე, რომ სალათა გამოვიდეს.
სადილი: სალათა- ორი ახალი კიტრი, 50 გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ნახევარი ლიმონის ახალგამოწურული
წვენი, ნებისმიერი მწვანილი და ერთი ჩ.კ ზეთი. დესერტად ერთი ჭიქა მარწყვი.
სამხარი: 1 ჭიქა მარწყვი პატარა ნაჭერ ჭვავის პურთან ერთად.
ვახშამი : სალათა- 100 გრ მოხარშული კარტოფილი, პატარა ხახვი, 50 გრ უცხიმო ხაჭო, ნახევარი ჭიქა კეფირი,
ნახევარი ლიმონის ახალგამოწურული წვენი. დესერტად-1 ჭიქა მარწყვი.
მე-2 დღის მენიუ
საუზმე: 1 ჭიქა მარწყვი პატარა ნაჭერ ჭვავის პურთან.
სადილი: სამი ბლინი გახეხილი მარწყვის გულსართით ( უშაქროდ)
ვახშამი : კომბოსტოს სალათა – 100 გ ახალი კომბოსტო და 1 ჩ.კ მცენარეული ზეთი, დესერტად-1 ჭიქა
მარწყვი.
მე-3 დღის მენიუ
საუზმე : 50 გ მაგარი ყველი და 1 ჭიქა მარწყვი.
სადილი: სალათა- პატარა ხახვი, 100 გ მოხარშული თევზი, სალათის ფურცლები, 1 ჩ.კ ზეთი. დესერტად
1 ჭიქა მარწყვი.
ვახშამი: კომბოსტოს სალათა-100 გ ახალი კომბოსტო და 1 ჩ.კ ზეთი. დესერტად-1 ჭიქა მარწყვი.
ფერადი დიეტა |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი