“მადამ ბოვარი”

"მადამ ბოვარი"

გემრიელი და ტოპ პოპულარული კერძი თქვენი სუფრის დასამშვენებლად!

ინგრედიენტები:

კარტოფილი – 2 ც.

ხორცის ფარში – 300 გ.

ყველი – 230 გ.

ხახვი – 2 ც.

კვერცხი – 2 ც.

მაიონეზი – 1 შეკვრა (პატარა)

მწვანე ხახვი

ზეითუნის ზეთი

მარილი და პილპილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

მოშუშეთ ხორცის ფარში ზეითუნის ზეთში. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. ამასობაში მოვხარშოთ კარტოფილი და შემდეგ გავხეხოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი. მოხარშული კვერცხი გავხეხოთ და მოვაყაროთ ფარშს, შემდეგ ყველი გავხეხოთ და მოვაყაროთ. ზემოდან მოვასხათ მოაიონეზი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

“მადამ ბოვარი”

3.9 (78.92%) 93 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ქათამი რძით





ამ რეცეპტს აქვს 15 კომენტარი

  1. ქეთი says:

    მარტლაც გემრიელი კერძია მაგრამ მე სხვანაირად ვაკეთებ:)

  2. ნარგოოო says:

    ზალიან მაგარია

  3. სახელი*ფატიმა says:

    ცოტა გაუგებარია,ეს სალატაა?კარტოფილს რა ვუკოტ?უნდა გამოცხვეს ტუ სალატასავიტ იცკობა?

  4. სახელი*ფატიმა says:

    დზალიან გაუგებრად არის რეცეპრი,ვინმემ ტუ იციტ გტხოვტ დაცეროტ სცორად

  5. სახელი*irina says:

    მე ასე ვიცი. 500გრამი ქათმის ფილე,5ცალი საშუალო ზომის ხახვი,5-6 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, ყველი,მაიონეზი,შავი პილპილი და მარილი
    ცეცხლგამძლე ჭურჭელში დავასხატ ცოტა ზეთი, დავდოთ ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე, დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, შემდეგ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი,მოვაყაროთ პილპილი,ცოტა მარილი,მოვახეხოთ ყველი, გადავუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ პილპილი. სჰევდგათ ღუმელში 1-1,5 საათი. ძალიან გემრიელია

  6. სახელი*irina says:

    ვინც ასე გააკეთებს დატოვეთ კომენტარი როგორ მოგეწონებათ

  7. მარიამი says:

    მე სულ სხვანაირად ვაკეთებ,აქ ძალიან გაუგებრად არის.

    ხორცის ფარშს მოაფენ ცხიმწასმულ ფორმაზე,მერე მოაყრი მარილს და პერიცას. მერე მოაფენ მგვრალად დაჭრის კარტოფილს,ისე რომ დაიფაროს. შემდეგ ისევ მარილს მოაყრით და სუნელებს სურვილისამებრ.
    მერე ხახვს მოაფენ,მერე გახეხილ ყველს, მაიონეზსს გახსნი ცოტა ზეთში და წყალში და მოასხამთ და სუნელებს დააყრით გემოვნებით.

  8. თამთა says:

    ჩემი რეცეპტი ასეთია:
    შემადგენლობა:
    1. კარტოფილი 6-7 ცალი
    2. ფარში 1 კგ.
    3. მაიონეზი 100 გრ.
    4. ყველი 300 გრ.
    5. ხახვი 3 ცალი.
    6. მარილი, პილპილი.

    მომზადების წესი:
    მოხარშეთ კარტოფილი, პარალელურად ფარში მოთუშეთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად.
    აიღეთ ცეცხლგამძლე გამჭვირვალე ჭურჭელი (მეტად ესთეტიურია 🙂 ), პირველი ფენა გაუშვით მოთუშული ფარში, დააყარეთ მცირეოდენი მარილი და პილპილი, შემდეგ დაახეხეთ 3 ცალი კარტოფილი და ცოტაოდენი ყველი, მეორე და მესამე ფენებიც გააკეთეთ ანალოგიურად, მხოლოდ დაგჭირდებათ 2-2 კარტოფილი. ზედა, ბოლო ფენაზე უმჯობესია მეტი რაოდენობის ყველი დავახეხოთ, წავუსვათ და კარგად გადავანაწილოთ მაიონეზი, მოვაყაროთ შავი და წითელი პილპილი, გამზადებული მასა შედგით ღუმელში. საშუალო ტემპერატურაზე გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდგომ შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ 🙂

  9. სახელი*თამი says:

    ხორცი რისი უნდა იყოს ღორის თუ საქონლის??

  10. სახელი*ლიკა says:

    თამთას რეცეპტით ვცადე და მართლაც საოცრად გემრიელი გამოვიდა.

  11. ხატო says:

    ყველა სხვანაირად აკეტებს,ვერ გაიგებ სწორი რეცეპტი რომელია.

  12. ნუცა says:

    მაგარია!!!@@@###$$$%%%^^^&&&***(((@)))___+!+!+_*_*_

  13. მაკა says:

    სწორი რეცეპტი ის არის,-რომელიც მოწონთ. მე მაგალითად დაბეგვილი და დაკეპილი ხორცით მომწონს. 🙂

  14. ლიზა says:

    თამთას რეცეპტი მართლაც რომ ძალიან მაგარია,თითქმის ყველაზე სწორია,ამიტომ ენდეთ თამთას რეცეპტს.???

  15. სახელი*nana says:

    Es saiti dzalian miyvars

დატოვეთ კომენტარი