ლობიანი

მომზადება:

მოზილეთ საფუვრიანი ცომი. ამისთვის 2 ჭიქა გამთბარ რძეში ან წყალში ჩაასხით 3ს.კ საფუარი, დაუმატეთ 2ც კვერცხი

და შეაზილეთ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ ხაჭაპურის ცომის მაგვარი.

გაადნეთ 100 გრ ერბო ან ღორის ქონი. გამდნარი ცხიმით ხშირად დაისველეთ ხელი და მანამდე ზილეთ,სანამ მთლიანად

არ შეიზელს ცხიმს. შემდეგ შეფუთეთ და 1სთ-ით დადეთ თბილ ადგილზე.

მოხარშეთ 1კგ ლობიო. კარგად ჩაზილეთ. დაუმაზეთ ერბოში ან ღორის ქონში ოდნავ მოშუშული 150 გრ ხახვი.

ცომისგან გააკეთეთ გუნდები, გააბრტყელეთ. წაუსვით ცხიმი და  დადეთ ლობიო. მოუკარით თავი ნაოჭებისებურად.

გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ სათითაოდ ღუმელში ან ტაფაზე. მზა ბაჭულს წაუსვით ცხიმი.

ლობიანი

3 (60%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

თევზის საცივი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი