ლიმონის ტარტი ბეზეთი

მასალა:

1. ცომისთვის:

 

2. ლიმონის კრემი:

3. ბეზე:

მომზადება :

1.ცომი:

გაცერით 250 გრ ფქვილი და მაგიდის სუფთა ზედაპირი კონუსის ფორმით დაყარეთ.ფქვილის შუაგულში ჩაყარეთ მწიკვი მარილი, 50 გრ შაქარი, ჩაახალეთ 1 კვერცხი და 125 გრ დარბილებული კარაქი. ეს ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მოზილეთ ცომი. როგორც კი ცომი ოდნავ შეიკვრება, მოასხით 2 სადილის კოვზი ცივი წყალი.. ცომი ზილეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, მაგრამ ზედმეტად არ გადაზილოთ, თორემ ძნელად დასამუშავებელი გახდება. მოზელილი ცომი ცელოფანში გაახვიეთ და 40-50 წუთით გააჩერეთ მაცივარში. შემდეგ ცომის გუნდა უნდა გამოიღოთ მაცივირდან. მაგიდაზე მოაბნიეთ ფქვილი და ცომი 4-5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. საცხობ ფორმას მოუსვით დარბილებული კარაქი, მოაფრქვიეთ ქვილი და გაბრტყელებული ცომი ფორმაში ჩააფინეთ. ცომს გადმოსული კიდეები ჩამოაჭერით და ჩანგლით დაჩხვლიტეთ, რომ ცხობისას არ ამოიბეროს. აირღუმელი წინასწარ 200 გრადუსამდე გააცხელეთ და ბისკვიტი 10 წუთის განმავლობაში აცხვეთ. შემდეგ გამოიღეთ და დროებიტ შეინახეთ.

2. ლიმონის კრემი:

 წამოადუღეთ 350 მლ წყალი.ცალკე ქვაბში მოათვსეთ 65 გრ სიმინდის ფქვილი, 250 გრ შაქარი. ნელ-ნელა დაუმატეთ ადუღებული წყალი და გამუდმებით ურიეთ.. ეს ნაზავი ადუღებამდე მიიყვანეთ, რომ შესქელდება, გადადგით ცეცხლიდან და აცადე შეგრილება. 3 ცალი ლიმონი გარეცხეთ და კანი გახეხეთ. 2 ცალი ლიმონისგან გამოწურეთ წვენი. ლიმონის ცედრა და წვენი კრემს დაუმატეთ. კრემს ასევე დაუმატეთ 4 კვერცხის გული და 30 გრ კარაქი. ცილა ბეზესთვის გადაინახეთ. ეს ინგრედიენტები ხელის სათქვეფელათი აურიეთ და თასში გადაიტანეთ. თასი ჩადგით პატარა წყლიან ქვაბში და კრემი 15 წუთის განმავლობში წყლის აბაზანაზე მოამზადეთ, თან გამუდმებით ურიეთ.კრემი წინასწარ გამომცხვარ ბისკვიტს მოასხით და ტარტი 180  გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში კიდევ 10 წუთი შედგით.

 

3. ბეზე:

თასში მოათავსეთ 4 კვერცხის ცილა, მწიკვი მარილი და მიქსერით გათეთრებამდე თქვიფეთ. შემდეგ მოაყარეთ 75 გრ შაქარი და განაგრძეთ თქვეფა.როცა ტარტი მზად იქნება, ღუმელიდან გამოიღეთ და ზემოდან ბეზეთი გააფორმეთ. ამისათვის საკონდიტრო ტომარას ბრტყელპირიანი ფორმა მოარგეთ და ბისკვიტის ზედაპირი ბეზეთი დაფარეთ.ბეზე ოქროსფრად რომ დაიფაროს, ტარტი დაახლოებით 7 წუთით ღუმელში შედგით. სუფრაზე მიტანისას ეცადეთ , ტორტი ოთახის ტემპერატურისა იყოს.

 

ლიმონის ტარტი ბეზეთი

2 (40%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სუპერ კრემი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი