ლიმონის პუდინგი

Limonis pudingi

ამჯერად გთავაზობთ ლიმონის პუდინგს, რომელიც ძალიან გემრიელი და არომატულია.

ინგრედიენტები:

ლიმონი – 3 ცალი;

ზეითუნის ზეთი – 1 სუფრის კოვზი;

რძე – ½ ჭიქა;

ფქვილი – ½ ჭიქა;

შაქარი – 1 ჭიქა;

მარილი – ½ ჩაის კოვზი;

კვერცხი – 4 ცალი;

მომზადების წესი:

ჩვენ ცოტა გადავუხვევთ ტრადიციული ინგლისური პუდინგის მომზადებისგან და გამოვიყენებთ ქურას. გამოცხობისას მივიღებთ ზემოთ ნამცხვარს, ხოლო ქვემოთა მხარეს პუდინგს. პირველ ეტაპზე ვამზადებთ  1/3 ჭიქა ლიმონის წვენსა და 1 სუფრის კოვზ ლიმონის დაჭრილ ქერქს.

გამოარჩიეთ კვერცხის გული ცილისგან და მოათავსეთ თასში, დაამატეთ კარაქი და აურიეთ. ამის შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და კვლავ აურიეთ.

გააგრძელეთ მორევა და თან რძე დაამატეთ ამ ყველაფერს. დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა ამატეთ ფქვილი და რძე სანამ ეს ყველაფერი ნათელ ყვითელ ფერს არ მიიღებს.

დარჩენილი ცილა მიქსერით ათქვიფეთ და მიიღეთ ბეზე, რომელსაც შემდეგ ფრთხილად მოათავსებთ ყვითელი მასის თავზე.  გადაურიეთ ერთმანეთში ეს ყველაფერი.

გააცხელეთ ქურა 180 გრადუსზე და მოამზადეთ გარკვეულ ფორმაში ან თეფშში მოთავსებული ეს მასა გამოსაცხობად. ფორმას არ წაუსვათ ზეთი და არ მოაყაროთ ფქვილი!!!

ღრმა თასში ჩაასხით წყალი და ნელ-თბილს ქურაში შედგით, როცა საჭირო დონეზე გაცხელდება ქურა და წყალი, შემდეგ უკვე შედგით ფორმებში ამ თასში. ეს წარმოქმნის წყლის აბაზანის ეფექტს.

მოამზადეთ 40-45 წუთი და შემდეგ გამოიეღეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრი და მიირთვით.

გემრიელად მიირთვით!

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბურთულები ჩირით





ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. ნანა says:

    ვინმე ხომ არ მომაწვდის “რუასანის” მზა ცომის რეცეპტს?

    წინასწარ დიდი მადლობა.

  2. ნანა says:

    ვინმე ხომ არ მომწვდის კრუასანის მზა ცომი როგორ უნდა მომზადდეს?

დატოვეთ კომენტარი