მომზადება:
800 გრ ფქვილი, 1 ჭიქა მაწონი, 2 ც კვერცხი, ცოტა წყალი, ავურიოთ და მოზილეთ ცომი 1/2 ჭიქა შაქრის
ფხვნილთან ერთად და შედგით მაცივარში 10 წუთით, შემდეგ გამოიღეთ, წაუსვით გამდნარი კარაქი, გადაკეცეთ
ოთხივე მხრივ სალფეთქივით და კვლავ შედგით მაცივარში. ასე გაიმეორეთ 5-6 ჯერ.
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით ზოლებად. ცოტა ხნით დადეთ თბილ ადგილზე.
ზოლები შემოახვიეთ ცხიმწასმულ თუნუქის ყალიბებს, გარედან წაუსვით კვერცხის გულთან და შაქართან
არეული ცხიმი. მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე, შედგით მაღალ ტემპერატურაზე ღუმელში,
რომ შეწითლდება ტეპმერატურას დაუწიეთ.
როგორც გამოიღებთ, მაშინვე მოაცილეთ ყალიბს. როცა გაცივდება ამოვსეთ კრემით.
კრემი :
1.2 ლიტრ ადუღებულ დაგაციებულ რძეში გახსენით 1 ჭიქა ფქვილი და ჩაასხით 1/2 ლიტრ მდუღარე რძეში,
სწრაფად მოურიეთ, შუშეთ 15 წთ.
ათქვიფეთ 3 ც კვერცხის გულ 1 ჭიქა შაქართან ერთად. ცალკე ათქვიფეთ 3 ც კვერცხის ცილა გათეთრებამდე.
ორივე შეურეით მოხარშულ კრემს და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წთ.
ამოიყვანეთ 300 გრ შერბილებული კარაქი 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად და შეურეით კარგად გაციებულ
მოხარშულ კრემს. დაუმატეთ ვანილი ან ლიმონის გახეხილი კანი.
შეიძლება კრემად გამოიყენოთ აგრეთვე შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის ცილა ვანილის ან ლიმონის
არომატით.
შოკოლადის ორცხობილები |
ნმაგარია