გთავაზობთ კომბოსტოს სამარხვო სალათის რეცეპტს!
შემადგენლობა:
- 1 თავი კომბოსტო
- 1 სტაფილო
- 5 ღერი მწვანე ხახვი
- თითო კონა ოხრახუში და კამა
- მარილი და პილპილი
- 1 ს.კ ლიმონის წვენი
- 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ გოგრის თესლი
- 1 ბროწეული
- 1 კბილი ნიორი
მომზადება:
კომბოსტო დავჭრათ მაქსიმალურად თხელ, მოგრძო ნაჭრებად. სტაფილო გავხეხოთ.
ბროწეული გავარჩიოთ. შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ დაჭრილი ნიორი, მწვანილი, გოგრის თესლი,
მარილი,პილპილი, ზეთი და ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და სალათა მზადაა
![]() |
კარტოფილის სალათი მწვანილებით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი