მოამზადეთ კექსი უახლესი რეცეპტით ჩვენთან ერთად!
ინგრედიენტები:
გარგარის ჩირი – 40 გ.
შაქრიანი ვანილი – 1 პაკეტი
ფორთოხლის წვენი – 2 ს.კ.
კვერცხი – 2 ც.
შაქარი – 1 ჩ.ჭ.
კეფირი – 1 ჩ.ჭ.
სოდა – 1/2 ჩ.კ.
ფქვილი – 2 ჩ.ჭ.
გამდნარი კარაქი – 100 გ.
ცხიმი ფორმისთვის
მომზადების წესი:
გარგარის ჩირს დაასხით ცოტაოდენი ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10წთ. შეურიეთ შაქრიანი ვანილის ნახევარი და მოშუშეთ. გაზქურიდან გადმოდგმის წინ დაუმატეთ 1 ჩ.კ. ფორთოხლის წვენი. შემდეგ ამოიღეთ ჩირი და დაჭერით. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, შეურიეთ კარაქი, დარჩენილი ფორთოხლის წვენი, გარგარის ჩირი, შაქრიანი ვანილი და კეფირი, დაუმატეთ ერთმანეთში შერეული სოდა და ფქვილი. ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში და შედგით ღუმელში 220 გრადუსზე 30 წთ. სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
თაფლის ტორტი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი