კექსი ალუბლითა და ქოქოსით
შემადგენლობა:
- 150 გ კარაქი
- 75 გ შაქარი
- 3 კვერცხი
- 125 გ ქოქოსის ფანტელი
- 125 გ ფქვილი
- 1/2 ჩ.კ ცომის საფხვიერებელი
- 200 გ კურკაგამოცლილი ალუბალი
- 80 გ მარწყვის კემი
მომზადება:
- კარაქი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. თანდათან დაუმატეთ კვერცხის გულები, ქოქოსის ფანტელის ნახევარი,ფქვილი, ცომის საფხვიერებელი და ალუბლის ნაწილი.
- კვერცხის ცილა ათქვიფეთ და შეურეთ ცომს.
- ცომი ჩადეთ ცხიმწასმულ მრგვალ ფორმაში და აცხვეთ 170 გრადუსზე. გააგრილეთ და ამოიღეთ ფორმიდან.
- კექსს წაუსვით ჯემი, მოაყარეთ დარჩენილი ქოქოსის ფანტელი და გააფორმეთ ალუბლით.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი