შემადგენლობა:
მომზადება:
რუხი ფქვილი მოათავსეთ დიდი ზომის თასში. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და 3 სადილის კოვზი მარგარინი.ცომი ხელით მოზილეთ. როგორც კი ფქვილი, მარგარინი და მარილი შეიკვრება, ნელ-ნელა დაამატეთ წყალი. საბოლოოდ ელასტიკური ცომის გუნდა უნდა მიიღოთ. თუ შეამჩნევთ, რომ ცომი ძალიან ცხიმიანი გამოგივიდათ, ცოტაოდენი წყალი და ფქვილი დაამატეთ. ზედმეტად ნუ მოზელთ, რადგან საღეჭი რეზინის მსგავსი გახდება და ფორმას ვეღარ მიცემთ.მოზელილ ცომს ხელსახოცი გადააფარეთ და დაახლოებით 1/2 საათი დაასვენეთ.გაყავით ცომი პატარა გუნდად (დაახლოებით კაკლისხელებად). თითოეული გუნდა პერგამენტის ქაღალდის ორ ფენას შორის მოაქციეთ.თითოეული გუნდა ცომის საგლინველას დახმარებით 8 სმ დიამეტრის წრეებად, ძალიან თხლად, 22 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.გაბრტყელებულ ცომის ნაჭერს მოაცალეთ ქაღალდი და ცომი ხელით შეასწორეთ, ოღონდ არ დახიოთ.ცომის ფირფიტა მოათავსეთ გაცხელებულ ტაფაზე ან გრილზე და ორივე მხრიდან დაბრაწეთ. იგივე გაიმეორეთ დანარჩენი ფირფიტების შეწვისას, სანამ ოცივე ტორტილია არ გამოცხვება.ტორტილიას ნაწილი გადაინახეთ. დანარჩენებს შუაგულში, სათითაოდ, ფეტას ნაჭრები ჩაუდეთ და შუაზე გადაკეცეთ. ცალკე გადადეთ.ტაფაზე გააცხელეთ ცოტაოდენი ზეთი, ჩორისო დაჭერით პატარა კუბებად და ნელ ცეცხლზე შებრაწეთ.გაფცქვენით ალყა-ალყა დაჭერით 1/2 თავი ხახვი, დაუმატეთ ტაფაზე შემწვარ ძეხვს და 10 წუთი მოშუშეთ, სანამ ხახვი არ შეწითლდება.ცალკე თასში ქვიფეთ 5 კვერცხი მწკივ მარილთან ერთად. ათქვეფილი კვერცხი ტაფაზე შემწვარ ინგრედიენტებს დაუმატეთ და ხის კოვზით მოურიეთ.როცა კვერცხი კარგად შეიწყვება, ტაფა ცეცხლიდან გადადგით.ცალკე გადანახულ 10 ცალ ტორტილიას შეუაგულში თითო კოვზი ძეხვის ფარში ჩაუდეთ. შუაზე გადაკეცეთ და ხელით ოდნავ დააწექით, რომ ფარში კარგად გაიშალოს.როგორც ყველით, ასევე ძეხვით ფარშირებული კესადილია წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე მოათავსეთ და ოდნავ შეაცხელეთ.ფრთხილად გადაიტანეთ თეფშებზე და სუფრასთან ცხელ-ცხელი მიიტანეთ
ნუთელას ბლინები |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი