კარტოფილი სოუსით
გთავზობთ კარტოფილის მომზადების ესპანურ რეცეპტს.!
შემადგენლობა:
- კარტოფილი 500 გრ (წვრილი)
- ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
- მარილი გემოვნებით
- ნიორი 4 კბილი
- მაიონეზი 4 ს/კ
- ლიმონის წვენი 1 ს/კ
- მდოგვი 1 ჩ/კ
მომზადება:
კარტოფილი გავრეცხოთ, კანი არ მოვაშოროთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ჩავაწყოთ ჯამში, დავასხათ 2 ს/
კ ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა. კარგად ავურიოთ ,შევბრაწოთ კარტოფილი ღუმელში 200 გრადუსზე 40
წუთის განმავლობაში. მოვამზადოთ სოუსი.
ჯამში ავურიოთ მარილი, ზეითუნის ზეთი, ნიორი,მაიონეზი , ლიმონის წვენი, და მდოგვი.
ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავასხათ გამომცხვარ კარტოფილს.
კარტოფილი სოუსით
5 (100%) 1 vote[s]