კარტოფილის ნამცხვარი
შემადგენლობა:
- 300 გრ კარტოფილი
- 200 გრ ფქვილი
- 1 პაკეტი ცომის საფხვირებელი
- 100 გრ კარაქი
- 3 კვერცხი
- 130 გრ შაქარი
- მარილი
- 1 ლიმონის ცედრა
- 1/2 ჩ/კ დარიჩინი
- 4 ს/კ ქიშმიში
- შაქარი მოსაყრელად
- ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისათვის
მომზადება:
- გათალეთ კარტოფილი და ჯამში ჩახეხეთ. დაუმატეთ ფქვილი, ცომის საფხვირებელი, კარაქის ნახევარი, კვერცხი, შაქარი, 3 მწიკვი მარილი, ლიმონის ცედრა, დარიჩინი და ქიშმიში. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
- გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 30 წთ.
- დარჩენილი კარაქი გაადნეთ და წაუსვით ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს. მაყარეთ შაქრის პუდრა. ნამცხვარი მიირთვით რძიან ყავასთან ერთად.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი