მოამზადეთ ვერმიშელი ჩვენი ახალი რეცეპტის მიხედვით!
ინგრედიენტები:
ვერმიშელი – 200 გ.
კარაქი – 50 გ.
საქონლის ღვიძლი – 320 გ.
ზეთი – 3 ს.კ.
ფქვილი – 3 ს.კ.
ხორცის ბულიონი – 3 ს.კ.
ტომატ-პასტა – 3 ს.კ.
დაფხვნილი ორცხობილა – 2 ს.კ.
პილპილის მარცვალი – 1 ც.
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ვერმიშელი მოხარშეთ საჭირო რაოდენობის მარილწყალში, გადაწურეთ წყალი და შეურიეთ კარაქი. ღვიძლი დაჭერით მსხვილად და შეწვით ზეთში. სოუსისთვის ფქვილი მოხალეთ, გააგრილეთ და გახსენით ბულიონში, დაუმატეთ მარილი, პილპილის მარცვალი და ადუღეთ 5-7 წთ, შეურიეთ ტომატ-პასტა და მოშუშეთ 3 წთ. მოხარშული ვერმიშელი მოათავსეთ ტაფაზე, ზემოდან გაანაწილეთ ღვიძლი, მოასხით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა, შედგით ღუმელში 220 გრადუსზე 15 წუთი. სუფრასთან მიიტანეთ პამიდვრის სოუსთან ერთად.
მაკარონი გოგრით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი