შემადგენლობა:
მომზადება:
ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, 100 გ შაქარი, შაქრიანი ვანილი და 2 მწიკვი მარილი. 3 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა შეინახეთ. კარაქიან მასას შეურიეთ 3 კვერცხის გული და 1 მთელი კვერცხი, ურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი და ცომის საფხვიერებილი. შეურიეთ რძე, ლიმონის ცედრა და 70 გ ქოქოსის ფანტელი. ვაშლები გაჭერით ოთხად, გათალეთ და ამოაჭერით გული. მეოთხედები დაჭერით თხელ ნაჭრებად. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. ცომი ჩაასხით ფორმაში, მოაყარეთ ნუში და ზემოდან სქლად მოაწყვეთ ვაშლის ნაჭრები. მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და აცხვეთ 15 წთ.ამასობაში ათქვიფეთ კვერცხის ცილა 1 მწიკვ მარილთან და შაქრის პუდრასთან ერთად. დაუმატეთ ლიმონის წვენი და დარჩენილი ქოქოსის ფანტელი. მიღებული მასა გადაუსვით ვაშლებს, შემდეგ ნამცხვარი ისევ ღუმელში შედგით და აცხვეთ კიდევ 180 გრადუსზე 20-25 წთ. ამ ნამცხვარს ძალიან უხდება ათქვეფილი ნაღები.
თაფლის ნამცხვარი ნუშით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი