დიეტა მეორე ჯგუფის სისხლის მქონეთათვის

რისკის ჯგუფები 

მეორე ჯგუფის სისხლის მქონენი გულის დაავადებების  ეისკის ქვეშ არიან. ამაში ასევე შედის ონკოლოგია,ანემია.

ღვიძლია და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, პირველი ტიპის დიაბეტი.

რა უნდა მივირთვათ 

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ჯობს სრულიად გამორიცხოთ ხორცი და გადახვიდეთ ვეგეტარიანულ კვებაზე.

გამოიყენეთ  სოიის პროდუქტები, სოიის რძემ სოიის ხაჭო. შეიძლება მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეული,

ხორბლის გარდა. ბარდეული არ არის შეზღუდული.

რაც მეტი ხილი, განსაკუთრებით კი ანანასი, მით უკეთესი. თუმცა აკრძალულია ისეთი ხილის მირთმევა,

როგორიცაა ფორთოხალი,მანდარინი, ბანანი და ქოქოსი. რეკომენდებულია სტაფილოს, ანანასის,გრეიპფრუტისა

და ალუბლის წვენები. თევზის სახეობებიდან არ არის რეკომენდებული კამბალა, ქაშაყი, ასევე ზღვის

პროდუქტები. არც ხიზილალაა სასურველი.

შეიძლება ყავა, მწვანე ჩაი და წითელი ღვინო. ასევე ბლომად შეიძლება ლიმონიანი წყლის მიღება. სასურველია

ნიორი და ხახვი. სტაფილოს უმად ჭამა თუ არ გსურთ, წვენი გამოწურეთ.

რა უნდა შეზღუდოთ 

შეზღუდეთ ბოსტნეული. ჯობს მეტი ხილი მიირთვათ. შეზღუდეთ რძის პროდუქტი. უცხიმო ყველი

სასურველია და რაც შეიძლება მეტი რძემჟავა პროდუქტი. ჩაიში ნაკლები შაქარი ჩაყარეთ.

რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული 

პირველ ყოვლისა, ეს არის ფორთოხლის წვენი და სოდიანი სასმელები. ჯობს შავი ჩაი მწვანით შეცვალოჱ.

რა უნდა გამორიცხოთ სავსებით

ამოიღეთ რაციონიდან ხორცი. შეიძლება, ისიც იშვიათად, ქატმის ან ინდაურის ხორცი. რეკომენდებულია რძის

პროდუქტების გამორიცხვა. წიწაკის გარეშე, ალბათ  იოლად გაძლებთ. დაივიწყეთ ნაყინი. რეკომენდებულია

შაქრის სრულიად გამორიცხვა, სიმინდისა და არაქისის ზეთი.

რა დაგეხმარებათ 

დაგეხმარებათ ნებისმიერი მცენარეული ზეთი. მაგალიტად ზეთისხილის. მიირთვით სოიის ნაწარმი.

ვიტამინებიდან B, E  ასევე კალიუმი, რკინა, სელენი, ბალახეული-ექინაციის, ჟენშენის, კატაბალახის ნახარშები.

რეკომენდებული ბიფიდობაქტერიები.

ფიზიკური ვარჯიშები 

რეკომენდებულია მშვიდი ვარჯიშები, მაგალითად, იოგა.

სპეციალური რეკომენდაციები წონის დასაკლებად 

ეს სისხლის ჯგუფი ვეგეტარიენულ საკვებზეა მორგებული. ან დაბალი მჟავიანობის გამო კუჭი ვერ ინელებს

ხორცს. მეორე ჯგუფის სისხლის მქონეებში ხორცი ცხიმების დაგროვებას უქყობს ხელს და ანელებს

მეტაბოლიზმს. მოერიდეთ ცხარე და მარილიან საკვებს. ვეგეტარიანობის პლუსი ის იქნება, რომ

აგიმაღლდებათ იმუნიტეტი, ასევე ენერგია და შრომისუნარიანობა. ორგანიზმს სჭირდება ბევრი ცილა. ცილის

წყაროა სოიის პროდუქტები და კვერცხი. შეზღუდეთ შაქარი და შოკოლადი .

 

დიეტა მეორე ჯგუფის სისხლის მქონეთათვის

5 (100%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

საზამთროს დიეტა





ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. თამო says:

    რა სისულელეა სოიო რავა ვჩამო გადაირიეთ.

  2. თამარი says:

    ნამდვილად ასეა და ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ წონის კორექციაში .

  3. სახელი*ლელა says:

    მეც მეორე ჯგუფი მაქვს და სიმართლე გითხრათ ყველა ის სიმპტომი მაქ რაც აქ წერია როცა იმ პროდუქტებს მიირთმევტ რაც აკრძალულია.ასე რო გავითვალისწინებ მეც და თქვენც გირჩევთ.ახლა გვეძნელება მაგრამ როცა შედეგი იქნება მერე ცხოვრების წესად გვექცევა და სხვასაც კი ურჩევთ

დატოვეთ კომენტარი