შემადგენლობა:
მომზადება :
გაახურეთ ქვაბი საშუალო ცეცხლზე. მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო. მოურიეთ პერიოდულად. ხახვი რომ დარბილდება (თუმცა ფერი არ უნდა იცვალოს), დაამატეთ ბრინჯი და ნახარში. დატოვეთ ცეცხლზე სანამ არ ადუღდება. დაახლოებით 8 წუთის შემდეგ, როდესაც ბრინჯიც მოიხარშება, დაამატეთ მაწონი და კვერცხი: ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ მაწონი და კარგად მოურიეთ, რომ კვერცხი თანაბრად გადანაწილდეს. შემდეგ, მაწვნის მასა, ნელ-ნელა დაამატეთ წვნიანს და თან მუდმივად ურიეთ კოვზით. ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ. დაამატეთ პიტნა, ოხრახუში და ქინძი და დატოვეთ ცეცხლზე სანამ არ ადუღდება, პერიოდულად მოურიეთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ადუღების შემდეგ გამორთეთ.როდესაც წვნიანს თეფშზე გადმოიღებთ, შეგიძლიათ დაამატოთ სულგუნის რამდენიმე ნაჭერი.
კომბოსტოს სუპი ხორცით |