მაფინები მარტივად
შემადგენლობა
- კვერცხი – 2 ცალი
- შესქელებული რძე – 1 ქილა
- ფქვილი – 5 ს/კ
- გამაფხვიერებელი – 1 ჩ/კ
- არაჟანი – 100 გრ
მომზადება:
ავთქვიფოთ კვერცხი არაჟნით და შესქელებული რძით, დავამატოთ ფქვილი არეული გამაფხვიერებლით და მოვზილოთ ცომი.
ცომი უნდა გამოვიდეს რბილი.
გავანაწილოთ ცომი სპეციალურ ფორმებში.
გამოვაცხოთ მაფინები ღუმელში 190 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.
მაფინები მარტივად
4.2 (84.62%) 13 vote[s]
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი