გამომცხვარი თევზი ბოსტნეულით
შემადგენლობა:
- 800 გ თევზის ფილე
- 2 ს.კ ლიმონის წვენი
- 3 ბულგარული წიწაკა
- 2 ს/კ კარაქი
- 1 კბილი ნიორი
- 500 გ პამიდორი
- კამა გემოვნებით
- 200 გ გ რბილი ყველი
- 2 ს/კ გახეხილი პირშუშხას ძირები
- მარილი, დაფქული შAვი პილპილი
მომზადება:
- ფილე დაჭერით, მოასხით ლიმონის წვენი , მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- ბულგარული წიწაკა დაჭერით გრძლად, მოშუშეთ კარაქში, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მარილი და პილპილი. პამიდორს გადაავლეთ მდუღარე, გაფცქვენით და დაჭერით მრგვლად.
- ოამიდვრები ჩააალაგეთ ცხიმწასმულ ფორმაში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ზემოდან მოაწყვეთ შემწვარი წიწაკა და თEვზის ფილე.
- ყველი დაფშვენით, შეურიეთ პირშუშხა და დაჭრილი კამა. მიღებული მასა წაუსვით თევზს და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 20 წთ.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი