შემადგენლობა:
მომზადება:
კარტოფილი გარეცხეთ და კანიანად დადგით მოსახარშად, ოღონდ ნახევრად უნდა მოხარშოთ ( დაახლ. 10-15 წუთის განმავლობაში). ბროკოლი დაანაწევრეთ ყვავილედებად, ტკბილი წიწაკა დაჭერით.
ნახევრად მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და თხელ რგოლებად დაჭერით. საცხობ ფორმას ძირსა და გვერდებზე წაუსვით დაჭყლეტილ ნიორში არეული კარაქი, პირველ ფენად დაალაგეთ დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, პილპილი. მეორე ფენად დააწყვეთ ბროკოლი და წიწაკა, შემდეგ ისევ კარტოფილი, ზემოდან მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ათქვეფილი კვერცხი და შედგით გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.
დაახლოებით 15 -20 წუთის შემდეგ, კვერცხი რომ უკვე შეკვრას დაიწყვებს, მოაყარეთ გახეხილი ყველი და კიდევ 10 წუთით დატოვეთ ღუმელში. მზა მობრაწულა ოდნავ შეაგრილეთ და დაჭერით. სოუსად შეგიძლიათ ტყემალი, მაწონი, მაიონეზი ან კეტჩუპი გამოიყენოთ.
ქათამი კარტოფილით |