ბოსტნეულის კატლეტი ( სამარხვო)

არაჩვეულებრივი კატლეტები,აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება..! 

კარტოფილი 4ც
სტაფილო 1ც
ხახვი 1ც
ნიორი 2კბ
სიმინდი 3 ს/კ
ბარდა 3 ს/კ
პილპილი,მარილი გემოვნებით
წყალი 150მლ
ფქვილი 100გ
საფანელი 200გრ
ზეთი 150 მლ

მომზადება:

კარტოფილი და სტაფილო მოვხარშოთ . გავფცქვნათ და კარტოფილისგან გავაკეთოთ პიურე. სტაფილო კი დავჭრათ სიმინდისა და ბარდის მარცვლების ზომაზე. ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად. ყველა კომპონენტი გადავურით ერთმანეთს და შევკმაზოთ  მარილ-პილპილით.
ცალკე ჯამში,, წყალში გავხსნათ ფქვილი და მწიკვი მარილი.
ბოსტნეულის ფარშისგან გავაკეთოთ კოტლეტები,რომელთაც ჯერ ამოვავლებთ ფქვილიან მასაში,შემდეგ კი საფანელში და შევწვათ ტაფაზე,ზეთში

ბოსტნეულის კატლეტი ( სამარხვო)

4.4 (88%) 5 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კიტრის სალათი ზეთისხილი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი