მომზადება:
დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად 1კგ ძვლიანი ხორცი. მოხარშეთ, ხარშვის დაწყებამდე მოხადეთ თავი.
დაუმატეთ 1ც მრგვლად გახეხილი სტაფილო, 0.5 კგ კომბოსტო, 2 ც კარტოფილი. მოშუშეთ ცხიმში 2 თავი
ხახვი, 3 კბილი ნიორი, 2ც ბულგარული წიწაკა. 2ს.კ ტომატი ან 3 ც პომიდორი. შეურიეთ ბორშს, დაუმატეთ
2 ფოთოლი დაფნა, 2ს.კ ძმარი და მარილი გემოვნებით. რომ გამორთავთ დაუმატეთ 1 ც გახეხილი და
მოშუშული ჭარხალი, 150 გრ ქინძი, ოხრახუში, ნიახური, ცერეცო, რეჰანი და ქონდარი.
ბრინჯის სუპი იოგურტით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი