გულსართი
2 კგ ბადრიჯანი
1 თავი ხახვი
700 გრ საქონლის ფარში
4 პამიდორი
2 ს.კ. საფანელი
მარილი
პილპილი
ოხრახუში
ზეთი – შესაწვავად
სოუსი ბეშამელი
1ლ რძე
140 გრ ფქვილი
1 ს.კ. კარაქი
2 ს.კ ზეთი
2 კვერცხის გული
100 გრ გახეხილი ყველი
მარილი
მომზადება
ბადრიჯანი სიგრძეზე, მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და 20-25 წუთი გავაჩეროთ. შემდეგ გადავავლოთ წყალი, ოდნავ გავწუროთ და ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ. შემწვარი ბადრიჯნები გადავიტანოთ განიერ თეფშზე და დროებით გადავდოთ.
დავიწყოთ გულსართის მომზადება: წვრილად დავჭრათ ხახვი, მწვანილი. პამიდორი გავფცქვნათ და დავჭრათ. ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ ფარში და კარგად მოვურიოთ. როდესაც ფარში ფერს შეიცვლის, დავამატოთ დაჭრილი პამიდორი და ვშუშოთ, სანამ წვენი მთლიანად არ აორთქლდება.
შემდეგ მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მწვანილი, კიდევ ერთხელ კარგად მოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. სოუსის მოსამზადებლად ქვაბში მოვათავსოთ კარაქი და ზეთი, დავამატოთ ფქვილი და 2-3 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ რძე და კარგად ვურიოთ, რომ ფქვილი გაიხსნას.
შეგვიძლია მიქსერი ან ხელის ბლენდერი გამოვიყენოთ. ბოლოს დავუმატოთ 2 კვერცხის გული და როდესაც სოუსი შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავიწყოთ მუსაკას აწყობა: ღრმა საცხობი ფორმის ძირს წავუსვათ ცოტაოდენი ზეთი, მოვაფრქვიოთ საფანელი, თანაბრად დავაწყოთ შემწვარი ბადრიჯნის ნახევარი.
ბადრიჯანზე მოვაყაროთ მოშუშული ფარში, ლამაზად გადავასწოროთ და ზემოდან დარჩენილი ბადრიჯნის ნაჭრებით დავფაროთ. მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით. მზა მუსაკა შევაგრილოთ, მივიტანოთ სუფრაზე და თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ.
ამ კერძის მოსამზადებლად აუცილებლად ღრმა საცხობი ფორმა უნდა გამოვიყენოთ. ფარშს ან სოუსს შეგვიძლია დავუმატოთ ცოტაოდენი გახეხილი მუსკატის კაკალი, რაც მუსაკას პიკანტურ არომატს მიანიჭებს.
ომლეტი არაჟნით და ყველით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი