მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი კერძი თქვენთვის!
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი – 1 კგ
ზეთი – 4 ს.კ.
პამიდორი – 2 ც.
ხახვი – 1 თავი
სტაფილო – 300 გ.
ნიორი – 1 კბილი
მოხარშული ბრინჯი – 200 გ.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ბადრიჯნები გაჭერით შუაზე, დააწყვეთ ცხიმწასმულ ფირფიტაზე და შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და კოვზით ამოაცალეთ გული. პამიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, მოაცალეთ კანი და დაჭერით კუბიკებად. ხახვი და სტაფილო დაჭერით გრძელ, თხელ ნაჭრებად, ნიორი დაჭერით წვრილად. შიგთავსისთვის ხახვი და ნიორი შუშეთ 5 წთ. შეურიეთ სტაფილო და შუშეთ კიდევ 7 წთ. დაუმატეთ ბადრიჯნის დაკეპილი გული, პამიდორი და შუშეთ კიდევ 5 წთ. მოშუშულ ბოსტნეულს შეურიეთ ბრინჯი, მოაყარეთ პილპილი და მარილი. ბადრიჯნები ამოავსეთ შიგთავსით, ჩააწყვეთ ღრმა ტაფაში, დაასხით 1.5 ჩ.ჭ. მარილწყალი და შუშეთ 20 წთ.
შქმერული |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი