აჩმა
შემადგენლობა:
- 4ც კვერცხი
- 2 ჩ.ჭ წყალი
- მარილი
- ფქვილი (რასაც შეიზელს)
- 2 ც მარგარინი
- 1,5 კგ ფქვილი
მომზადება:
2 ც კვერცხი, 2ჭ წყალი და ფქვილი ავზილოთ კარგად, გავყოთ 8 ნაწილად.
- პირველი ფენა გავაბრტყელოთ, დავაფინოთ ცხიმწასმულ ჟარონაზე, ისე რომ ნაპირები გადმოეფინოს, დავასხათ ცხიმი.
- მეორე ფენა მოვხარშოთ. დავაფინოთ და დავაყაროთ ყველი.
- მესამე ფენა მოვხარშოთ. დავაფინოთ და დავასხათ გამდნარი მარგარინი.
- მეოთხე ფენა მოვხარშოთ, დავაფინოთ და დავაყაროთ ყველი.
- მეხუთე ფენა მოვხარშოთ, დავაფინოთ და დავასხათ ცხიმი.
- მეექვსე ფენა მოვხარშოთ, დავაფინოთ და დავაყაროთ ყველი.
- მეშვიდე ფენა მოვხარშოთ და დავაფინოთ.
- მერვე ფენა მოუხარშვი დავფინოთ თავზე, ამოვუკეცოთ გვერდები, დავჭრათ და დავასხათ ცხიმი. შემდეგ გამოვაცხოთ. (არ დაგავიწყდეთ რომ ყველა მოხარშული ფენა უნდა გაავლოთ ცივ წყალში.)
აჩმა
3.7 (73.33%) 6 vote[s]
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი