მომზადება:
მოხარშეთ 3 კგ რბილი ხორცი, შეიძლება ენაც. ჩაახარშეთ 3 თავი ხახვი, 5 ფოთოლი დაფნა, 100 გრ ძირიანი
ოხრახუში. გააცივეთ, დაჭერით ასანთის ღეროს ფორმის.
1 კგ ხახვი გაჭერით შუაზე და დაჭერით ალყა-ალყად. მოშუშეთ ზეითუნის ზეთში გავარდისფერებამდე.
შეურიეთ ხორცს. 1.5 კგ ბოლოკი გახეხეთ, გაწურეთ და შეურიეთ ხორცს. ერთმანეთში აურიეთ 6 ჩ.კ ყვითელი
ყვავილი, 6 ჩ.კ უცხო სუნელი, 4 ჩ.კ ხმელი ქინძი, 2 ჩ.კ შავი პილპილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით, შეურიეთ
ხორცს. დაასხით 500 გრ მაიონეზი,აურიეთ სუფრაზე მიიტანეთ ცივად.
კომბოსტოს და სოკოს სალათი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი