ხორცის ღვეზელი

შემადგენლობა:

მომზადება:

ამ ‘’პეროგს’’ განსაკუთრებულ გემოს აძლევს ბულიონი, რომელშიც ხორცი იხარშება, ამიტომაც ხორცის ნახაღსი არ უნდა გადაღვაროთ. თავდაპირველად ცომს ვაკეთებთ: მაწონში გავხსნით სოდასა და ძმარს. ცოტა მარილსა და შაქარსაც დავამატებთ და კარაქს შევურევთ. 3 ჭიქა ფქვილს დავამატებთ და აკრგად მოვზილავთ. ( ერთი ჭიქა ფქვილი უნდა შევიანხოთ). ცომს კარგად გავაბრტყელებთ, ცოტა ფქვილს მოვაყრით და სამჯერ გადავკეცავთ. სპეციალურ ჭურჭელში მოვათავსებთ და ჩაის ტილოს გადავაფარებთ. 15-20 წუთით მაცივარში შევდგამთ. როცა გამოვიღებთ, ისევ  გავააბრტყელებთ, ფქვილს დავაყრით და გადავკეცავთ. ისევ მაცივარში შევდგამთ და როცა გამოვიღებთ, მესამედაც იმავეს გავიმეორებთ. სემდეგ ცომს ორ ნაწილად გავყოფთ. ერთი ნაწილი მეორესთან შედარებით ცოტა დიდი უნდა იყოს. შემდეგ მოხარშულ ხორცს ხორცსაკეპ მანქანაში გავატარებთ. რაც შეეხება იმ ბულიოჯნს, რომელშიც  ხორცი მოიხარშა, არავითარ შემთხვევაში არ გადავასხამთ. სწორედ ამ ბულიონშია ‘’პეროგის’’ განსაკუთრებული გემოს საიდუმლო. ამ ბულიონს ცოტა ხნით ასე გავაჩერებთ, მერე წონს მოვხსნით და წვრილად დაჭრილ ხახვს მასში მოვთუშავთ. ცოტა  ბულიონსაც  დავამატებთ და უფრო კარგად მოითუშება. გატარებულ ხორცს შევაზავებთ მწვანილებითა და ხახვით და 2-3 ს.კ ბულიონს დავამატებთ. გაცხელებულ ტაფას კარაქს წავსუვამთ და ფქვილ მოვაყრით. ცომ ს გავაბრტყელებთ, სეზავებულ ფარშს დავადებთ და დაჭრილ მოხარშუ; კვერცხებს ზოლებად დავაწყობთ. მეორე ცომსაც, რომელიც კარგად არის გაბრტყელებული, ზემოდან გადავაფარებთ. ფქვილს მოვაყრით, გვერდებს კარგად შევუკრავთ და ჩანგლით დავჩხვლიტავთ, ზემოდან კი ერთ ცალ ათ჻ვეფილ კვერცხს წავუსვამთ. შევდგამთ ნელ ცეცხლზე და გამოვაცხობთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კრეკერი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი