შემადგენლობა:
მომზადება:
ქიშმიში ჩავალბოთ რომში. რძე ავადუღოთ, ჩავაყაროთ მანი და მოვხარშოთ ფაფა. ხაჭოს
დავამატოთ შაქარი, 1 კვერცხი, 3 კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი დაშაქრული ხილი,
ქიშმიში, დდარიჩინი და ლიმონის გახეხილი ცედრა. დარჩენილი ცილა კარგად ავთქვიფოთ.
მანის ფაფა შევურიოთ ხაჭოს მასას, ნელ-ნელა დავამატოთ ცილა და კარგად ვურიოთ. ფორმას
წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ფქვილი, გადავიტანოთ მიღებული მასა, ჩავდგათ ფორმა
წყლიან ქვაბში და შევდგათ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათი. პუდინგი
გამოვიღოთ ღუმელიდან, მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გავაფორმოთ დაშაქრული ხილით.
გოზინაყი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი