ვისაც გაქვთ ჰემოგლობინის პრობლემები, მოამზადეთ ჭარხალი!
ინგრედიენტები:
ჭარხალი – 4 ც.
ხახვი – 2 თავი
ზეთი – 4 ს.კ.
ფქვილი – 3 ს.კ.
კარაქი – 20 გ.
არაჟანი – 1/2 ჩ.ჭ.
შაქარი – 2 ჩ.კ.
კამის თესლი – 1 ჩ.კ.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ჭარხალი მოხარშეთ, გაფრცქვენით და დაჭერით გრძლად. ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. სოუსისთვის ფქვილი მოხალეთ კარაქში, გააგრილეთ, შეურიეთ არაჟანი, მარილი, შაქარი, პილპილი, კამის თესლი და წამოადუღეთ. მომზადებული სოუსი მოასხით ჭარხალს და დადგით ცეცხლზე 5 წთ.
დაჭრილი კომბოსტოს მჟავე |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი