წითელი ბულგარული წიწაკა ნიგვზით

შემადგენლობა:

 

მომზადება:

ბულგარულ წიწაკას მოაჭერით წუნწი, გამოაცალეთ თესლი, გარეცხეთ და გააშრეთ. პატარა, ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, ძმარი, ჩაამატეთ შაქარი, პილპილი, მარილი და წამოადუღეთ. მდუღარეში მოწალეთ წიწაკა, ან შეწვით ზეთში. მოწალული წიწაკა გაშალეთ საწურზე (ერთმანეთზე არ დააწყოთ).

გატარებულ ნიგოზს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, დანაყული ნიორი, უცხო სუნელი, ზაფრანა, მარილი, წიწაკა, დაასხით ცოტა მდუღარე წყალი და შეურიეთ კარგად, უნდა მიიღოთ საშუალო სისქის მასა.

ცივ, დაწურულ წიწაკაში ჩადეთ 1 კოვზი ნიგოზი, მიეცით ბრტყელი ფორმა, მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში, ცოტა ხნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.

სუფრაზე მისატანად დაჭერით სიგრძეზე, ორ ნაწილად. თუ თეფშზე მხოლოდ წიწაკას ალაგებთ, დაჭრილი წიწაკა განალაგეთ ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარრკალად ან წრიულად. თეფშის ერთ ნაწილზე დაალაგეთ მწვანილი და კიტრის ყვავილი, ან ერთი ნაჭერი წიწაკა დაჭერით სიგანეზე, თანაბარი ზომის ხუთ ნაწილად დაალაგეთ გვირილის ფორმით და შუაში ჩადეთ ზეთის ხილი ან გახეხილი ბოლოკი.

თუ ნიგვზიანი კერძების სხვა სახეობაც გაქვთ, გააკეთეთ ასორტი.

წითელი ბულგარული წიწაკა ნიგვზით

3.5 (70%) 4 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სტაფილოს სალათი წიწაკით





ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. ნინისახელი* says:

    ჩვენ სხვანაირ ფრმას ვაზლევტ და უფრო ლამაზია, გემრიელი კი მარტლა არის ზალიან

  2. სახელი*tamuna says:

    nini shegidzlia mitxra rogor pormas adzlev? bulgarul wiwakas nigvzit

დატოვეთ კომენტარი