შემადგენლობა:
მომზადება:
სოკო გაარჩიეთ და გარეცხეთ სველი ტილოთი გაწმინდეთ. ხახვი, წინძი და კამა გაარჩიეთ და გარეცხეთ. წვრილად დაჭერით მწვანილი. სოკო ოთხად, ხახვი-კი ალყა-ალყა დაჭერით. ნიორი და წიწაკა წვრილ ფირფიტებად დაჭერით. ხახვი, წიწაკა და სოკო სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ,დაუმატეთ კარაქი და ცეცხლზე დადგით. სოკო კარგად მოშუშეთ.მოაყარეთ მარილი. მოშუშული სოკო კეცზე გადაიტანეთ და 10 წუთით შედგით ღუმელში. მზა სოკოს მოაყარეთ მწვანილი და ნიორი და კეცით მიიტანეთ სუფრასთან.
შემწვარი ბრინჯი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი