შემადგენლობა:
მომზადება:
დაჭერით ხორცი თანაბარი ზომის ნაჭრებად., დააყარეთ მარილი. ხორცს ჩამოაჭერით ნივრის კბილის ზომა ქონის ნაჭრები. ხორცი შეწვით. წვრილად დაჭერით ქინძი, წიწაკა, ოთხად გაჭერით ნიორი. აიღეთ ბადრიჯანი, გვერდიდან დანით გასერეთ, გაჭრილი ადგილიდან ბადრიჯანში ჩადეთ 1 წილი ნიორი , 1 წილი ქონი, ცოტა მარილი, ქინძი და წიწაკა. ბადრიჯანი შეწვით.
გაფცქვნიული კარტოფილი გაჭერით სიგრძეზე ოთხად, მოაყარეთ მარილი და შეწვნით.
დაჩხვლიტეთ პომიდორი, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და შეწვით. მოამზადებული ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი და პომიდორი მოათავსეთ დიდ, ღრმა ტაფაში, მოასხით პომიდვრის წვენი და ცხიმი, დაახურეთ ხუფი, წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
ბროკოლი მიმოზა |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი