უგემრიელესი ტორტის რეცეპტი..!
შემადგენლობა:
ფირფიტა:
კრემი:
მინანქარი (გალაზური):
მომზადება:
ფირფიტის მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ სოდა ძმრით ათქვეფილი, კაკაო, არაჟანი, სგუშონი და კვალავ ავთქვიფოთ, შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ პურის ფქვილი და ვთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია), შემდეგ ცომი გავაჩეროით 10 წუთი. 10 წუთის შემდეგ მომზადებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად, ერთი ნაწილი ჩავასხათ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე (ცომი უნდა ჩავსახათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ აირღუმელში, (ერთი ფირფიტის გამოცხობას სჭირდება დაახლოებით 15 წუთი). (დანარჩენი ორი ნაწილიც ასევე გამოვაცხოთ).
კრემის მომზადება:
არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, შემდეგ დავამატოთ კაკაო და კვლავ ავთქვიფოთ.
მინანქარის (გლაზურის)მომზადება:
შაქარს შევურიოთ კაკაო, დავამატოთ არაჟანი, კარაქი, დავდგათ გაზქურაზე, განუწყვეტლივ ვურიოთ და ვადუღოთ შესქელებამდე, დუღილის ბოლოს დავამატოთ ვანილი, კარგად ავურიოთ, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან გავაცივოთ და გამოვიყენოთ.
ტორტის აწყობა:
გამოცხობის შემდეგ ფირფიტები გავაცივოთ, პირველ ფირფიტას წავუსვათ მომზადებული კრემი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა, წავუსვათ მარწყვის მურაბა და გავაჩეროთ 10 წუთი, რათა მურაბა კარგად გაუჯდეს ფირფიტას, შემდეგ წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა, კვალავ წავუსვათ კრემი, მოვასხათ მომზადებული მინანქარი და კოვზის საშუალებით დავხაზოთ რგოლები.
შოკოლადის ნამცხვარი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი