შემადგენლობა:
მომზადება:
რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან დავუმატოთ 2ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი და კვლავ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 1ჩ.ჭ ფქვილი. ყალიბში ჩავაფინოთ პერგამნეტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა წმინდად დაფქული ორცხობილა, ჩავასხათ ბისკვიტის ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად ( დაბალ ცეცხლზე). როცა გამოცხვება,ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ შოკოლადის კრემი,დავაფაროთ მეორე ნახევარი,ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვრთოთ სპეციალური მოსართავით. გვერდებზეც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.
შოკოლადის კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
1 ჩ.ჭ შაქრის პუდრას შევურიოთ 50 გრ კაკაოს ფხვნილი,დავასხათ 0.5 ჩ,ჭ მდუღარე რძე და თან კარგად ვურიოთ.
300 გრ კარაქი ავზილოთ,გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ რძისა და კაკაოს ფხვნილის ნარევი. ვთქვიფოთ კარგად, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან მასას.
შოკოლადის ნამცხვარი ნუშით |