შოკოლადის ტორტი

შემადგენლობა:

მომზადება:

2 კვერცხისა და 2.5 ჭიქა შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დავამატოთ 4ს.კკაკაო, 50 გრ გამდნარი კარაქი,

2 ჭიქა თბილი რძე და 4ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ ცომი  და შევდგათ მაცივარში 40 წუთი.

შემდეგ გამოვიღოთ, დავუმატოთ 2ჩ.კ სოდა, გახსნილი ძმარში, ვანილი, კარგად ავურიოთ და შევდგათ

ღუმელში გამოსაცხობად.

კრემისთვის 1 ჭიქა რძეში ავურიოთ 2ს.კ ფქვილი, 1.5 ჭ შაქრის ფხვნილი,

3ს.კ კაკაო. დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.

300 გრ კარაქი კარგად დავზილოთ და თანდათან შევათქვფიოთ მიღებული გაციებული მასა.

ტორტი გავჭრათ შუაზე, დაავნამოთ, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი,

წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი შოკოლადი.

შოკოლადის ტორტი

4.4 (88.33%) 12 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

რულეტი კრემით და ჯემით





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. თიკო :* says:

    გემრიელიააა? 😛

დატოვეთ კომენტარი