შემადგენლობა:
ცომისთვის:
შოკოლადის მუსისთვის:
მინანაქრისთვის:
კრემისთვის:
მომზადება:
ცომის მოსამზადებლად კვერცხი ავთქვფიოთ შაქრის ფხვნილთან ერთად. დავუმატოთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, დარბილებული კარაქი და ავთქვფიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აერღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და ცომი გამოვაცხოთ 30-35 წუთი. ბისკვიტი გამოვიღოთ და გავყოთ 2 ნაწილად. ყავა მოვადუღოთ 100 მლ წყლით და გავწუროთ.
შოკოლადიანი მუსის მოსამზადებლად შოკოლადი წვრილად დავჭრათ, გავადნოთ წყლის ორთქლზე, დავუმატოთ ნაღები. ნაღების დანარჩენი ნაწილი ავთქვიფოთ ვანილთან და შაქრის ფხვნილთან ერთად. ფენებზე ყავა მოვასხათ. პირველ ფენას წავუსვათ ათქვეფილი ნაღები. შემდეგ დავასხათ მუსი და დავადოთ მეორე ფენა.
მინანქრის მოსამზადებლად რძე ავადუღოთ, შეუჩერებლად ვურიოთ, დავუმატოთ შაქრის ფხვნილი და კაკაო. ცოტათი შესქელების შემდეგ გავაციოთ და დავუამტოთ ათქვეფილი კარაქი. ტორტს ზემოდან მოვასხათ მინანქარი, მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით.
კაკაოს ნამცხვარი კრემით |