ყავის ღვეზელი

შემადგენლობა:

მომზადება:

ელექტროღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე, წაუსვით კარაქი 28 სმ დიამეტრის ფორმას, მოსახსენელი ძირით. მოზრდილ ჯამში შეურიეთ დაფხვნილი ნამცხვარი, ყავა და შაქარი. დაუმატეთ კარაქი  და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა კარაქწასმულ ფორმას ძირსა და გვერდებზე დააფინეთ, გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში. დადგით გასაგრილებლად.

შოკოლადი მოათავსეთ ორდონიან ქვაბში, მდუღარე წყლის აბაზანაზე, და ისე გაადნეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და ყავა დაუმატეთ. გადადგით გასაციებლად. პატარა ჯამში ცივი წყალი ჩაასხით, ჟელატინი ჩადეთ და აცადეთ დალბობა.

კვერცხის გულები  შეურიეთ ორდონიან ქვაბში, მდუღარე წყლის აბაზანაზე. ურიეთ ხის კოვზით, სანამ შაქარი გადნება და მასა კოვზის მიეკვრება. ჟელატინის ხსნარი დაუმატეთ და ურიეთ, სანამ ბოლომდე გაიხსნება.

ცეცხლიდან გადადგით და გამდნარი შოკოლადი ჩაუმატეთ. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და 1 საათით მაცივარში შედგით. შოკოლადის ნაზავი  რომ გაცივდება, ნაღები  კარგად ათქვფიეთ 2ს.კ შაქართან ერთად და შოკოლადის მასა შეურიეთ.

კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, საშუალო სიჩქარეზე. ფრთხილად დაუმატეთ შოკოლადის მასას.

გულსართი კოვზით ჩადეთ ფირფიტაში და 6 საათით მაცივარში შედეთ. სუფრასთან მიტანის წინ რძიანი შოკოლადის ბურბუშელა მოაყარეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

მარწყვის ტორტი





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. ანი says:

    მაგარია ტო

დატოვეთ კომენტარი