შემადგენლობა:
მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ კრემისებრი მასისი მიღებამდე. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. კვერცხის გული, ნუში , დარიჩინი, მიხაკის ფხვნილი, მოკა და ლიქიორი შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ ფქვილი, ცომის საფხვიერებელი და კარგად მოურიეთ. კვერცხის ცილა და 1 მწიკვი მარილი ათქვიფეთ გამაგრებამდე და შეურიეთ ცომს. ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 1 სთ. როცა ნამცხვარი გაცივდება, ფორმა ცხაურზე გადმოაბრუნეთ. შოკოლადი დააქუცმაცეთ, ორთქლზე გაადნეთ და კოვზით მოახით ნამცხვარს, ზედ კი ქოქოსის ფანტელი მოაყარეთ.
ვაფლის რგოლები შოკოლადის კრემით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი