ძალიან გემრიელი და ნოყიერი პაშტეტი!
ინგრედიენტები:
დათვის სოკო – 200 გ.
საქონლის ღვიძლი – 400 გ.
ზეითუნის ზეთი – 3 ს.კ.
დაჭრილი კამა – 2 ს.კ.
კარაქი – 200 გ.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
სოკო მოხარშეთ. ღვიძლი დაჭერით გრძლად და შეწვით ზეთში. მოხარშული სოკო და შემწვარი ღვიძლი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ – საცერში. მოაყარეთ პილპილი და მარილი, შეურიეთ მწვანილი, კარაქი და ათქვიფეთ. გააცივეთ და სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ მწვანილით.
გებჟალია |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი