მოამზადეთ გემრიელი ღვეზელი სასურველი ჯემით!
შემადგენლობა:
მომზადება:
ქვაბში ჩავასხათ თბილი რძე და გავხსნათ საფუარი, შაქარი, მარილი, დავამატოთ ზეთი, მარგარინი ან კარაქი და ორი კვერცხი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ, მერე ჩავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად.
გულში ჩასართავად გამოდგება ყველანაირი ჯემი, ოღონდ დავამატოთ წინასწარ მომზადებული ფორთოხლის ქერქი, რომელიც ჯერ უნდა გავახმოთ, შემდეგ დავალბოთ წყალში და მოვხარშოთ, სანამ არ დარბილდება, გადავავლოთ წყალი და ქერქები ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ.
ცომის ერთი ნაჭერი გავაბრტყელოთ, დავადოთ მურაბა და მეორე გაბრტყელებული ცომის ნაჭერი გადავაფაროთ. გულდაგულ შევაერთოთ ნაპირები, რათა გამოცხობის დროს შიგთავსი არ გამოვიდეს. ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული, ზედაპირი ჩანგლით ზიგზაგებით დავხაზოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად ( დაახლოებით 250 გრადუს ტემპერატურაზე)
შაურმა |