საფუარი და შაქარი გახსენით ½ ლ ნელთბილ წყალში. შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიანტი გარდა 21 ს.კ ცხორბლის ღერღილისა და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამნეტი. ცომი გაყავით სამად და დაამრგვალეთ. ცომის გუნდები დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე, დააფარეთ და დადგით 4-5 სთ.
გააცხელეთ ღუმელი 230 გრადუსამდე. ცომის გუნდები გაწელეთ ისე, რომ მოგრძო პურები გამოვიდეს. გადაუსვით ცოტაოდენი თბილი წყალი და მოაყარეთ ღერღილი. აცხვეთ 10 წთ. დაიყვანეთ ტემპერატურა 210 გრადუსზე და აცხვეთ კიდევ 20 – 25 წთ.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი