ქლიავის მურაბა თხილით

შემადგენლობა:

მომზადება:

ქლიავს გამოვაცალოთ კურკა და შემდეგ გავთალოთ. მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი,ისე

რომ დაიფაროს და მოვაყაროთ კირი (იმისათვის,რომ ქლიავი გამაგრდეს). ვურიოთ ხშირად

და გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გამდინარე წყალში გავრეცხოთ ქლიავი კარგად. შემდეგ

ქლიავს დავასხათ ადუღებული წყალი ( იმდენი,რომ დაიფაროს ),დავუმატოთ შაბი და კარგად

წამოვადუღოთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.  შემდეგ გავწუროთ ქლიავი და

კიდევ კარგად გავრეცხოთ. ამის შემდეგ კიდევ ავადუღოთ წყალი ( იმდენი,რომ ქლიავი დაიფაროს),

დავუმატოთ 1 ჩ.ჭ შაქარი და ვადუღოთ 5 წუთი. ამოვიღოთ საწურზე, გადავავლოთ წყალი და

თითოეულ მათგანში მოვათავსოთ მოხალული თხილი. ამის შემდეგ გავაკეთოთ სიროფი

პროპორციულად, ურთიეთ კარგად, რომ შაქარი ბოლომდე გადნეს და შემდეგ მოათავსეთ თხილიანი

ქლიავი მასში. წამოადუღეთ რამდენჯერმე და შემდეგ მოათავსეთ ქილებში. ( სასურველი ქლიავი გააჩეროთ

ერთი ღამის განმავლობაში, დილით წამოადუღოთ და შემდეგ მოათავსოთ ქილებში.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კაკლის მურაბა